განთიადი


ბნელი ღამის შემდეგ მოდის განთიადი, 
და ლამაზი არის მისი მზის მშვენება.. 
და შენს თვალებს ღმერთი საქართველო ჩემო, 
სიხარულის ცრემლით პირზე ეფერება.. 

სჩანს ლოცვები ჩვენი ზეცამ შეისმინა, 
ჩვენმა ყვედრებებმა მას დაულტვეს კალთა, 
ვინ გყავს ჩემო ერო, ეს მითხარი მხოლოდ, 
ხატზე დაღვრემილი ღვთისმშობელის გარდა.. 

ასე გლეჯდა მტერი უფლის მცირე ფარას, 
ასე საფლავები ბინდმა ჩამოფარა, 
გამცემლობის სუნი აგვდიოდა მუდამ, 
ასე ავაზაკმაც ძლიერ შეინანა.. 

მითხარ რად გიჭირავს ისევ ძველი ჩანგი, 
რად მიმღერი ისევ მე ძველ მეგრულ ნანას, 
როცა მომეტებით მე შენ უარგყავი, 
როცა ვიმეტებდი რისხვით მთელ ქვეყანას.. 

მაგრამ ამ ცრემლებმა გული გამახსენეს, 
მაგრამ შენმა ჭირმა მე ჩამარტყა დანა.. 
მზეთუნახავი ხარ, ჩემო საქართველო 
და დათმობად შენთვის სიცოცხლეც არ კმარა..
ვილი-ჩხეტიძეგანთიადი-ვილი-ჩხეტიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი