დაგრჩა ფიქრი
დაგრჩა ფიქრი, დაგრჩა მარტო განზრახული, ეგ თვალებიც დაცრემლე და დაისივე... ვეღარ მოვა სიყვარულის გაზაფხული, ვეღარც გული აყვავდება მაისივით. კარგი იყო: მზერა ცეცხლს რო დამინთებდა და ჩემს სულში უცხო ლექსად ხმიანობდა... შენი თმებით მოტანილი დაბინდება, შენს თვალებში ამოსული მზიანობა. მარტო შენთვის ძვირფას რითმებს ვიმეტებდი, მარტო შენგან მქონდა გული ნაჩუქარი... დაგრჩა ჩემი სიყმაწვილის იმედები, დაგრჩა ლექსი, როგორც ერთი საჩუქარი. დაგრჩა დარდი, დაგრჩა მარტო განზრახული, ეგ თვალებიც დაცრემლე და დაისივე... ვეღარ მოვა სიყვარულის გაზაფხული, ვეღარც გული აყვავდება მაისივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი