მე ვიცდიდი
მე ვიცდიდი სალექსოდ და სანექტაროდ და ოცნებას ფრთები ჯერ არ გაეშალა, როცა შენი სიახლოვე სანეტარო იგრძნო ჩემმა მარტოობის კაეშანმა. ქარი, ქარი და ფოთლები ქარდაქარი, ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი... შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი, მაინც შენით პირსავსეა ყანწივით. მზე ამოდის, ანდა უკვე ამოვიდა, ცეცხლში დაწვეს, დარჩა ცეცხლის ღადარშივე... მოვალ შენთან და სიყვარულს თან მოვიტან, თუ ამ ქარებს, თუ ამ ქარებს გადავურჩი მე. ქარი, ქარი და ფიქრები ქარდაქარი. ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი... შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი. მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი