ვაშლი
ფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს. ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი თავისით ჩამოვარდესო! ისე მომეცეს სიკეთე, როგორც ის გამეხარდესო!“ ამ დროს გრიგალმა დაჰბერა, ხე შეარხია შრიალით; კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი, ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით. ყმაწვილმა ხელი დასტაცა, ქარს მადლი უძღვნა გულითა და სახლისაკენ მოჰკურცხლა ავსილმა სიხარულითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი