ობოლი
(ხალხური) დედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგდო ობოლი კუდურმა დედინაცვალმა. დამწყევლა ენაბოროტმა, გამღალა მისმა მე თვალმა… აღარც ვიზრდები, არც ვკვდები, შევკვნესი სხვისა კერასა, დედის სახელსაც ვერ ვამხელ, ვაი ჩემს ბედისწერასა!.. დედას ვეძახი - “მამასა”, ვეძახი მამას - “პაპასა”; არც ერთი პასუხს არ მაძლევს და იმან გამაკაპასა. ოჰ, რა ძნელია ობლობა და უძნელესი - გერობა! დედინაცვალის დედობა, მისი მოყვრული მტერობა!!. დედის რძე თაფლი ყოფილა და დედინაცვლის - ნაღველა: დავლიე - ყელზე დამადგა, ძირმწარედ წამომახველა!.. ისევ დედის რძის ჭირიმე, ძუძუებს ვენაცვალები! ოცნებით მაინც შევეტკბო, სიცხადით განაწყალები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი