ვააჟა-ფშაველას
ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში, მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა; შენ დამიხატე ის მხარე ფშაურის ჭკუა-გრძნობითა. და რაც არ გადმოგიცია მის შვენებაზე ენითა, მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს, შენთანვე აღმაფრენითა. ვიცი, რომ ფშავლის სოფელი წმინდაა, მაღალ მთისაო, ენა - მეტყველი სიმართლის, გულ-მკერდი - ფოლადისაო. წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ, სადღეისოდ სჭრის კალამი… გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი