პატარა მეგობარს


სულით და გულით მოძღვნილი
მცირედით შეიწირება!
ვიცი, გაქვს კითხვის სურვილი,
მით შევძელ კადნიერება.

ამა ლექსებით გაიგებ,
თუ რა ტკბილია მამული.
ქართველობით მაშინ გაქებ,
თუ ხარ ძმათა მოყვარული!

ისწავლე და დაინახე,
სიყვარულს გაუღე გული!
და უკვდავად დაიმარხე
საქართველოს სიყვარული!

ძმაო! ბევრი დაგგმობს, ვიცი,
დაგიძრახვენ კეთილ ქცევას!
მაგრამ შენს აზრს ეყავ მტკიცი,
მით მიიღებ შვილთ კურთხევას.

როს შენს კეთილს დასცინიან,
შენ ნუ ისმენ მრისხანებით!
რას შვრებიან. არ იციან,
ეტევებათ უგნურებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი