გიორგი ლეონიძე

მწერალი

“1616 წელს პატარძეული აჰყარა და გადაასახლა ირანში, ფერეიდანს, შაჰაბასმა”, – აღნიშნავს პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში. ამ ლამაზ სოფელში, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ნიკოლოზ ლეონიძის ოჯახში, 1899 წლის 27 დეკემბერს, დაიბადა ქართული პოეზიის ბერმუხა გიორგი (გოგლა) ლეონიძე.

აღსანიშნავია, რომ გოგლას წინაპართა სოფელი ტაო-კლარჯეთში, ართვინსა და ტბეთს შუა, მდებარეობდა. სოფელს ერქვა ლეონიძე. ამჟამად მისი სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად “ნიოლიძეთა უბანი)”. როგორც ამბობენ, გოგლა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ტაო-კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა.

წყარო: burusi.wordpress.com

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი