26 მაისი
ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი, დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი. ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი... აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი. მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას - მთებში ნაფარი; რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!.. საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა, აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა; ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა - დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე... შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს... - დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს. ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები - თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად... და გორგასლანის მელანდება შავი სურათი. მისრეთი... ჰინდი... ბაბოლონი და ასურეთი. ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში, ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში. დღეს სიხარული - ვით ცეკვაში მთვრალი სალომე, როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!.. ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა - არმაზისაკენ! ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
jsj
d
d
d
d
d
d
d
d
d
dd
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
d
dd
d
ddd
d
d
d
d
d
d