გომბორიდან..
როგორ არა ხარ ღვთიური, შენ, ჩემი ქვეყნის ბუნებავ, შენ შეჰქმენ თამარის სახე, დღესაც რომ გვეალერსება; რამდენი სილამაზენი, რამდენი მშვენიერება... ცხოვრების აღმართ-დაღმართი შენს მჭვრეტელს ვეღარ მერევა! მზეს მხარს შემოვყრი... მღერიან ზურმუხტის საგუბარები... ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ, მკვდარი არ ჩაგებარები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი