დაჭრილი სული
` ნიკოლოზ ბარათაშვილს ხან სუმბული მომტირალი და ჩუმი, ხან უდაბნოს მონავარდე სამუმი; ღრუბლიანში ელვა-ჭექის მთხრობელი, ცივ ზამთარში გაზაფხულის მხმობელი, ცივ გულებთან მოსაუბრე სხივებით - წყნარ მთაწმინდის წყნარი საგალობელი... აჩრდილების მეფე-მონა და შვილი - საყვარელი ჩემი ბარათაშვილი, - ვინც უდაბნოს მუდამ გულით ატარებს... შენ ამბობდი მიქანცულის თვალებით... ამ წყვდიადში მე სულს დავლევ წვალებით... აჩრდილებო, დავიღალე თქვენ შორის - აქ მთაწმიდას რაღა გამოადარებს!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი