დილა კრწანისის ბაღში
ცისკრის შუქი გადეღვარა კრწანისს, ქარავანი ბორჩალოდან მოდგა; ვეგებები გუმბათებს და მწვანილს, მემაწვნეთა უკანასკნელ მოდგმას. და მძევალი არაგველთა ხიდთან მხოლოდ ერთი ლამპარიღა ბჟუტავს; სხივთან ერთად ჩამოვარდა ხიდან ჩიტისაგან დაკენკილი თუთა. მე ამ თუთის გაზრდილი ვარ, განა, მისი სიტკბო ჩემს ძარღვებში წვეთავს; დიდ მომღერალს მე ვინ დამამგვანა, ჩემი მიწა თუ არ მექნა მწეთა?! მოდარებულ ცის ნიშანზე ვხვდები, შუადღისას უღვთოდ უნდა დაცხეს... ხე შეირხა მიმოხლილი ფრთებით, მტრედის გუნდი დააფრინდა ცაცხვებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი