დოღზე
ქართველი კაცი ცხენს თუ გადაჯდა, ღმერთს დაივიწყებს, ― ნათქვამი არი! ქართან ჯირითში თუ ვერ გადარჩა, რა ბედენაა, ― სხვას გაზრდის მტკვარი. მოგვდევს ანდერძად თავის განწირვა, ― განა სიკვდილით თავგანწირულის? არა! სიცოცხლით მართლაც გმირულის, სადაც შიშია ამოძირული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი