ელეგია
დაჰკრავს წამი და... გამოიელვებს პირ-მახვიანი სიკვდილის ცელი. უსაზღვრო სოფელს მოვსწყდები ისე, ვით შემოდგომით ვერხვის ფურცელი. მე წავალ იქით, სითაც მოვსულვარ, საც იმყოფება ბინა სულისა და ამ მიწაზე დარჩება მხოლოდ - ობოლი ცრემლი სიყვარულისა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი