ექსპრომტი ვაჟა-ფშაველას
ხარ ბახტრიონის დევი მაგარი, კარატის კარატ ხელკვერიანი, ტახივით გველი გაწევს ჯაგარით, გთესლამენ ხვადნი და ხოკერანი. გელის კოდები ლუდიანები, ღალა, ტაგანი და სარძეული; ხვადაგი წითელ გუდიანები, კერატი სისხლში გადარწეული. და შენი სიტყვა ზარადიანი, ყამირი დუმით გადაპოხილი: როგორც მესსია, როგორც სარდალი, შენ საქარათველოს ხარი მოხველი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი