ვაზნარო და ატამეთო!
მეღვინე ხარ თუ მემღვიმე, დამისხი და გამეღიმე, სიცოცხის დღეს მე ვუჩქარი, შენ ხარ გულხე, ― მე გულქარი! ამ ჯამებით, ამ ჯიხვებით ღვინოს სცლიდნენ გაჯიქებით წინაპრები... წინაპრები, ვისი შუქით ვილამპრები... ამ მტევანმა, ამ ბარაქამ ჩემს მიწის გულს გადამაბა; მინდა შენი გადამედოს, ვაზნარო და ატამეთო! ოქროს ზოდად გადამდნარო, მზევ, სამშობლოს ალამდარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი