ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა
ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი, შენ, ბედნიერო და უსახელო; ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი, სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ! იქნებ ის იყავ, დანაცრებული, მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში, იქნებ აღსდექი განათებული ზედაზნის დილის გამოხედვაში. იქნებ ლერწამი შენი ძვლებია, არაგვის ჩქერზე ამორხეული; იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია სვეტიცხოველზე შენი სხეული? იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ, გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა? არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ, ვინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი