თბილისური გაზაფხული
მერცხლის ფრთების მოიმედეს გაზაფხული მომივიდა, ვუცქერ ნუშებს, ატმის ყვავილს და მზეს ― ლომის თავივითა. ცისარტყელა! ჩქარა, ბოძი ― ცისარტყელის დასარჭობლად! მოერიდე, ნუ შეხედავ მახათის მთას ნასახრჩობლარს. მაგრამ მე თავს არ დავიხჩობ,― გინდაც იდგეს სახრჩობელა, რადგან მთები და ბაღჩები ჩახჩახებენ მზეში ― ყველა, რადგან ვაშლის ყვავილები ირმის რძეზე თეთრი არის და თბილისის ძველ ქუჩებში დატკბილდება ხეტიალი. რადგან ჩემი სიჭაბუკე აქ ყოველწლივ მეორდება და ლამაზი, მთვარისპირა, ხეივანში მელოდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი