ლოჭინის მწუხრი
ამოიყარა მტკვარმა ბურუსი, გზები ნისლებით გადაირაზა, თითქოს დაძრულა დიდი ულუსი და მოაბნელებს ყარაიასა. თითქოს ტომარი გადამახურეს... სადღაც მიწყნარდა ეტლის ეჟვანი: მახათის მთაზე, სახრჩობელაზე, ერთად ვფართხალებთ მე და ბეჟანი. უცბათ იყივლებს ცისკრის მამალი, ჩნდება მთაწმინდა თეთრი ფრთებითა; ბრწყინავს სამგორის დიდი ტრამალი ყარაყორუმის ყვავილებითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი