მაშინ
მაშინ ავწიოთ გოზაურები, აზარფეშაზე ვიყოთ მინდობით, როს მენავენი, მოგზაურები დაბრუნდებიან უკან მშვიდობით. შენი ნადიმი მაშინ მაჩვენე და მაშინ ვიყვნეთ კოცნითაც მტკბარი, ― როდესაც ქვეყნად გაიმარჯვებენ ძმობა, ოცნება, ლაჟვარდი, ქარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი