მე მირჩევნია ერთი ხოხობი
სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს. მის შუქს მივყვები ხელის ცეცებით, მისით ჩემს სიტყვას ოქროს დავადენ; და თუ ოდესმე ძირს დავეცემი, შემომაშველებს თვისს შარავანდედს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი