მეტივეები
` შალვა აფხაიძეს სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები, ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი.... სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები, ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები... მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული, ვით კიდობანი ნესტანჯარისა; ნაციხარები ჩანდა ბედკრული, ლურჯი ყანები... ტყე ფიჭვნარისა... წინ ეგდო მტკვარი და კლდე შვეული, ცხვრის ფარასავით რიყე ეყარა; მოჰყავდათ ტივი მთას აშვებული, თითქოს მოჰყავდათ ბრძნულად ქვეყანა. გამოიარეს ვიწრო ალაგი და ფაფასავით სქელი მორევი, შორს დაინახეს დიდი ქალაქი, აშენებული ნაძვის მორებით. და გაუღიმეს ერთიმეორეს... და როცა ტალღამ დაჰკრა ყვირილით, - მეტივეები ჰგავდნენ მეომრებს, ტალღას აპობდნენ ორთაყვირებით. მოსაღამურდა. ხვადი მგლები დასხდნენ შავადა, ლუკმას ხლეჩავენ დამკლავებითა; ღვინიან ჯამში ნარგიზივით მთვარე ჩავარდა, ივსება მტკვარი ვარსკვლავებითა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი