ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა, რომელი საწიგნობელი? ქართლის გულს გადაეფინე ყვავილი დაუჭკნობელი. მზე შენ სიტყვიდან გამოდის, ხარ უკვდავების იმედი, უთენებელში, ბნელში რომ მზიურად გაგვიღიმებდი. ჩემო სამშობლოვ, ჩემო მთა-ველო, რა იქნებოდი ურუსთაველო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი