ნუთუ?


„და თუ მართლად საქართველო შეიქმნას“
ამონაწერი 1615 წლის დარჩენილი ანდერძიდან
შაჰ-აბასის შემოსევის დროს.
ნუთუ ყოფილა მართლა ქართველი,
ასე ეფიქროს, ეს დაეწეროს?
ნუთუ ყოფილა სამშობლოსათვის
ასეთი წამი საბედისწერო.
რომ სიცოცხლეც კი სათუო ჰქონდა,
ეჭვის ქვეშ იყო? ― არა მჯეროდა...
შუბლი მიხურდა. გავხსენ სარკმელი ―
ჩემი თბილისის დილა მღეროდა!
”რომ საქართველო მართლა შეიქმნას!”
მე ეს სიტყვები დასავიწყარი
მახსენდებოდა დილის ხმაურში,
ვით შფოთიანი ღამის სიზმარი!
რომ საქართველო მართლა შეიქმნა,
გჯეროდეთ ყველას! ― გული მღეროდა...
სტალინის სურათს შევხედე უცბად,
ლენინთან ერთად რომ მიცქეროდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი