ოცნებათა ციცინათელები
- ვარდყვავილებით, ცისარტყელებით, ძმებო, არასდროს გიოცნებიათ? მაშ, ოცნებათა ციცნათელები ნაწვიმარ შტოზე არ გიძებნიათ? - არა და არა, ძმებო, ბოდიში! ყველა ყვავილი დაგვვიწყებია, არ გვღირსებია ყოფნა ქორწილში, ბაღში ვარდები არ გვიძებნია, ბრძოლით დაღლილებს, ბრძოლის ლოდინში, ხშირად ეკლებზე გაგვღვიძებია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი