პატარძეულის იები
პატარძეულის იები... დილა ბროლშენაციები... დილა ღმერთმოჩვენებული შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში; და ფიქრი მოჯერებული, პირველი სიტყვის პოვნაში. ო, მას აქეთ ვარ მსურველი, მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ; მაფრქვიონ შუქი ― სურნელი პატარძეულის იებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
magari lexia ;D