სად ინავარდებ..
სად ინავარდებ... სადამდე, ლექსო, სად გადაითხევი? არ დავარდება მიწაზე აჟღერებული სიტყვები... რძეს ამოხეთქილს ძუძუდან შესვამს ის ვისაც ერგება; გულის ნაწური ნაკადი ზვირთებად დაითერგება!.. ლექსო, სად ივლი, სადამდე? მე აღარ შეგეკითხები... არ დავარდება მიწაზე აჟღერებული სიტყვები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი