სამშობლოვ!
მე დაჭრილი ვარ ათას სურვილით. და ოცნებისთვის ზღვაც კი მცირეა, ― მწამს სიყვარული შმაგი წყურვილით, და გულიც მისთვის შემიწირია! სამშობლოვ, ისევ შენ ხარ პირველი! ტორტმანებ გულში, როგორც მეწყერი... შენი, შენდამი ვარ შემწირველი, მღაღადებელი, ლექსით მეტყველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი