საქართველო
დასაბამიდან ანდერძად გქონდა თავისუფლება გულს დასახული, ახლა თვითეულ კოკორში სუნთქავ ულევ სიცოცხლით და გაზაფხულით. დასაბამიდან ხმალშემორტყმული დგეხარ და მტერი უამარია, შენი მარჯვენა და შენი დროშა ორი ათას წლის ნაომარია! მზიანო მხარევ, ცოტას ნათობდი, იცოდი ბევრი შემოღამება, ვინ ჩამოთვალოს შენი ჭრილობა, შენი გმირობა, შენი წამება, ყველა მოჰქროდა შენს შესამუსრად, მეზობელი თუ გადამთიელი - არაბი, თურქი, სპარსი, ხაზარი, ლეკი, მონგოლი, ბიზანტიელი. შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა, ყველას უნდოდა შენი გალეწა, თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი