ტყის ტრიოლეტები
ციცაგის ასულს 1 დაჭორფლილი ყვითლად მეფისქალები, ახალგაზრდა ბატონიშვილს ელიან; მათი ფიქრი ზაფხულივით მწველია. მოლოდინში ჭლექი მეფისქალები გაჰყურებენ გზას მიქანცულ თვალებით - თმახუჭუჭას ელიან და ელიან: ქარვას ჰშლიან ჩუმად მეფისქალები ბაღდადებში ბატონისშვილს ელიან! 2 იღლებიან ფარჩის საბნის სწორებით, ცხელ სიზმრებში შიშველ უბეს ჰფარავენ; შარაგზაზე, ჯერ არ მოსჩანს არავინ! ისევ დაღლა... ისევ საბნის სწორება... ახ! დურბინდში მარიხს მიესწორება, მას ტიროსის ქსოვილები ჰფარავენ - ზურნით მოდის! თავის ამაყ სწორებით მივეცემით! და თეთრ სხეულს ჰფარავენ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი