უტრუხუნე
(პოემის შესავლიდან: საზანდრისათვის) მასპინძელი: - კარს საზანდარი მოგვადგა რა გავიტანოთ, რა გვაქო, - დაუსხით რქაწითელისა, ხოხობი ჩავატაბაკოთ... - ყელი თუ ჩამაჭრებია და ხილი მოაპრიანა, - ხონჩა ვარსკვლავით გაუვსეთ, დანაც მიართვით პრიალა! საზანდარი: - „მიწურვილ იყო ზაფხული ქვეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა“!.. სიტყვავ დაისხი ზურმუხტი; პირველი ნამეხარია! ადაწვენილი ვაზივით გავშლილვარ, გამიხარია! საკახეთურო ღრუბლებო, სამგორს ადუღეთ ვარდები! მთვარევ, იორში დაწექი; კალმახებს შეუყვარდები! შენი ჭირიმე გამზრდელო, - წნორით დაწნული აკვანო. - შენ, ბიჭო უტრუხუნეო, ლექსები გამოვაქანოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი