ქართულო სიტყვავ!
პირველ მოწყვეტილ იების დღიდან, მე ვარ დამწვარი შენი მსახური; შენი თაფლი და მარილი მზრდიდა, მზე შენ დამწერე და გაზაფხული. შენ უკვდავი რძით დამაძუძურე, შხეფი ნათლისა სულში დასძარი; ჩემი დროშა ხარ მოიერიშე, ჩემი ვენახი, ჩემი ტაძარი! შენზე უჭკნობი და დიდებული რაღამ შექმნას და ვიღამ დახატოს. გულზე ხარ ცეცხლით მოჭიდებული, ― ქართველი ხალხის სულის ღაღადო! ფოლად-ნადებო, ვარდში ხვეულო, თუ დაგივიწყო, ― შემახმეს ენა! სისხლსაც შენ მოგცემ მე წვეთეულად, სისხლის წინწკალსაც უკანასკნელად. შენ ― უკვდავების ჩამონადენო, მშვენიერებაც ხომ შენით ითქვა; დიდება შენდა, ჩემო ნათელო, ― ქართულო სიტყვავ, ქართულო სიტყვავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი