ქილილა და დამანა
მე მშობლიური ღამე ვიცანი, ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს, ცაა ფირუზის თლილი ფიცარი, დნება ვარსკვლავი ― თამარის ძუძუ... ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა, ციცნათელები არხევენ არაგვს... და ორი ტურა, ქილილ-დამანა, სოროში ჯერით ამბობენ არაკს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი