შენ და სვეტიცხოველი
ცაღია დღეა, შუქი დგა სვეტად, მომწონს და მიყვარს მზის ქვეშ ყოველი... მაგრამ ამ დილას, ყველაზე მეტად, მიყვარხართ შენ და სვეტიცხოველი! სიწმინდე შენი, სიმაღლე მისი, - სხვა რა ვიწამო, განძი რომელი? ჩაწნულხართ სულში უკვდავ ჩუქურთმად, ძვირფასო, - შენ და სვეტიცხოველი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი