შენ, ― საქართველოს სიტურფევ..
გველამაზება სამშობლო, მისით გული გვაქვს დამტკბარი, ”გვაქვს უთვალავი ფერითა” აყვავებული ბაღნარი. შენ, ― საქართველოს სიტურფევ, მზესავით ამომავალო. შენის მადლით და იმედით გინდაც ხმელეთზე გავალო! მზეში ჩაძირულ ცა-ფირუზს უკვდავი სხივი ნთებია,― მონაბუქარი მზექარი, ― თავისუფლების ფრთებია! შეხედე, მთებზე სწერია: არ გადვიტაროთ მტერია! ბევრი გვყოლია მტარვალი, სამშობლო აუმტვერია! მაგრამ ვიბრძოდით, ვიღწვოდით, მკლავით, გულით და გონებით: ”მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები!” ასე ყოფილა ძველათვე, ასე ვყოფილვართ ჩვევადი, ― ჩვენამდი, ჩვენს გაჩენამდი, სულთადგმა - თვალისჩენამდი! შენ, ― საქართველოს სიტურფევ, მზესავით ამომავალო, შენის მადლით და იმედით გინდაც ხმელეთზე გავალო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი