ციცარი
«გადამაგდე და დამკარგე, როგორც ჩერქეზმა ისარი», ასე გავარდა სამგორში, ცას დაეხალა ციცარი. ვაი, ნაგზაურო ციცარო, გაზრდილო ჩემის ხელითა, შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ ქაფქაფა საწნახელიდან. არც დაგიღებავ ფრჩხილებსა ზაფრანა-დარიჩინითა, წადი და იმას აკოცე, ვინც მინდვრად გაგაჯირითა! ის ბაზიერი გიყვარდეს, გაჭმევდეს აღჯანაბადსა; მე ჩემს გზას გამოვუდგები, ცხენზე დავაკრავ ნაბადსა. სათათრეთს გადავვარდები, დამკვრელად ვივლი თარისა; ჩოხა წვიმისა მეცმევა და ყაბალახი მთვარისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი