წავა ლექსი და წაიღებს
გადაივლიან ღრუბლები, დაჰყრიან ოქროს ქვიშასა; წავა ლექსი და წაიღებს, ახალგაზრდობის ნიშანსა! გაჰყვება ცრემლის საგზალი, თმებიდან ერთი ჭაღარა; წავა, ის ტალღაც გაშრება, გუშინ რომ განიაღვარა! წავა და არ დაბრუნდება დაფეთებული ჯერანი; იმ ღამის თრთოლა თან წაჰყვა, იმ დილის გულის ძგერანი! ან რისთვის უნდა დაბრუნდეს, მე ვეღარ მნახავს მზიანსა; ახალგაზრდობა თუ უნდა, უჯობს გადაჰყვეს ნიავსა! ვაი, რომ ერთხელ დაგრეკავს და მერე შეგრთავს ქვიშასა! წავა ლექსი და წაიღებს ახალგაზრდობის ნიშანსა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი