”დედას პური” და ”პაპას ქლიავი”
თვალზე ცრემლები რომ აგორდება, ცხოვრება როცა დაგვკბენს სიავით, ― ძმებო, მითხარით, რათ გვაგონდება „დედას პური“ და „პაპას ქლიავი“? ვიცით, ქლიავი კბილებს დაგვაჭრის და საჭიროა მეტი განდობა? ― ჩამორიგდება დედას პურები, როცა იტყვიან ჩვენს შესანდობარს! და მაინც გვიყვარს, ვით მონაქროლი ჩვენი ყრმობიდან წმინდა ნიავი, სიყვარულის მზით გადანამქრული, ― „დედას პური“ და „პაპას ქლიავი“!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი