ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები...
ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები, ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან, დაეცემიან მთაში ირმები, გულს სურვილები გაეცლებიან, ალაზნის ველებს დასცვივათ ოქრო, დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ, ვინ იჯადოქროს? უკვდავების დღეს მხოლოდ ლექსები დაესწრებიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი