მაჭახელა (ექსპრომი)
ამა თოფისა მსროლელი არა ყოფილა ლაჩარად, თავისუფლების წყურვილის მეტი მას არა დარჩა რა! თოფი ესროლა, ხმალი სცა, მტერს შუბი მკერდში გასჩარა! ისევ დგას გონიოს ციხე და კახაბერიც დამრჩალა! ამაყად ბრწყინავს ბათუმი, - მტერს პირში ბურთი ჩასჩარა, თამარის ღიმი კვლავ ჰყვავის, დღემდისაც აღარ დამჭკნარა! შვილი ვარ, განა მოსული, შორიდან გადმონაჭარად? შენს სიყვარულს და ტრფიალსა გულში ვიწურავ მაჭარად, გული ხარ საქართველოსი, - მესხეთო, ჩემო აჭარა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი