შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ
შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ, დიდია შენი სახელი; მთების სიბრტყენი გადასჭერ, სამშობლოს გარეთ გახველი. შენი სიბრძნე და ოცნება გულში აქვთ გამოკვანძილი; ჩამოურიგდი ქვეყანას, როგორც დიდი მზის ნაწილი. კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს ქალაქები და სოფელი, სიმღერა გულში ნათქვამი, გახდი მსოფლიოს მფლობელი. გაქანდი, ოქროსფრთიანო, გასცდები ქვეყნის ნაპირსა,― შენ, დედაჩემის მზითევო, ფარ-ხმალო მამა-პაპისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი