მოვედი და იყო გვიანი ..


მოვედი და იყო გვიანი,
სხვა იყო მაგ სუნის მფლობელი,
სულ ერთი ნაბიჯი დამაკლდა,
რომ მეთქვა: "სიყვარულს გაჯერებ"

ჩემი გზა რთულია, ქვიანი,
სივრცე კი არსაით მყოფელი
და სისხლი ძარღვებში გამაგრდა,
სულს ისე ვიკავებ,ვაჩერებ.

თვალებში რამდენ ხანს გიყურე?!
საათი ჩემსავით უძრაობს,
მარტს უხერხულობა დაეტყო-
გუბე ნაწვიმარზე - ნაღველი.

სურვილის ოთახი მიხურე!
გაკადრებ რაიმე უცნაურს
და მერე უნდა დავსეტყვო
ცხოვრება და ჩემი სახელი.

სცენაზე დაქრიხარ ნიავი,
დაეძებ დრამატულ სახეებს,
არ გიყვარს ზედმეტი ფრაზები,
სარკე მაგ მშვენებას ვერ იტევს.

არა ვარ ის ადამიანი,
შენ რომ არ დაგიგებ მახეებს
და როცა მე გამიბრაზდები,
შენს სურნელს ვაკოცებ, მერიდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი