წანწალით დაღლილი ..
წანწალით დაღლილი ძაღლივით მოვალ და კარებთან დავწვები, თვალები მექნება დახრილი, მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი. ბარათით დაღლილი მტრედივით სარკმელთან სიახლეს მოგიტან, მერე დაგეხვევი რეტივით მთვარის უალერსო ლოგინთან. ოჯახით დაღლილი სახლივით ხმაამოუღებლად გინატრებ. წანწალით დაღლილი ძაღლივით კარებთან მოგიტან სიმართლეს. ოდესღაც მიყვარდი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი