გოგონა ქაღალდის კაბაში
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს, ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას, თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის, ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა. მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე, სურნელოვანი ბწკარის საყელო და ყვირილივით სიყვარულს ვითმენ პოეტი _ უხმო და უსახელო. ქუდი გეხურათ, ისიც ქაღალდის, გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ, ტანზე გეწერათ: „მალე დაღამდეს!“, ვკითხულობდი და ჩამომეძინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი