სულიერი რობოტები
ახლოვდება რაღაც ცაზე მაშტაბური, მსოფლიოა გარინუდლი მოლოდინით, მინდვრებია უყვავილოდ დაშრამული, ქალაქები _ დანგრეული მხოლოდ იმით, რომ მოკვდავებს თანადგომა დაუკარგავთ და ცხოველურ ინსტიქტებით მოქმედებენ, რაც კი ფრესკა ტაძრებისთვის დაუქარგავთ, კაწრავენ და ფლირტაობას აღმერთებენ. იმის ნაცვლად სიყვარულით გალამაზდნენ, მახინჯები ხდებიან და ბოროტები, წინაპრებიც თავისთავად გადაფასდნენ, მრავლდებიან სულიერი რობოტები. უმეტყველო თვალები აქვს ყველას მონის, გონებაში გაყინული იდეებით; ჩამოიმსხვრა ცისარტყელა _ ზეცის ტონი _ სამოთხისკენ მიმავალი კიბეები. ბედნიერი არ უყვართ და ეშინიათ, დიალოგი ფოტოზეა ასახული. ხელოვნება შთაგონებაშეშლილია, ხმარებიდან ამოიღეს გაზაფხული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი