საღამო
თვალი თევზივით დავამარილე მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას დგას ღვთისმშობელი ვით მარმარილო სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხსნის ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით სკდება აპრილი როგორც ალუჩა და სიმპათიურ საღამოს ვხვდები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი