უშნოდ ლამაზია ეს ქალი ..


უშნოდ ლამაზია ეს ქალი, ადამიანისფერ თვალებით….
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით….
მზეზე სახრჩობელა კიდია, სხივებმა ატმები დახოცეს…
ეს ქალი სამყაროს კიდეა, ჰორიზონტზე რომ აკოცეს…
სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..
ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად…
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა…
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია…
სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას…
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..
იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს…
ეპოქა ქალივით სუსტია და კაცის ნერვებზე თამაშობს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი