ჰაერობანა
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ? -როგორ ,არ ვიცი? -სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი, ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს. -რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე, შენი თამაშის მე აღარ მჯერა. -ნახე, მთვარეა როგორი სავსე გეთამაშები გინდა ბალიბოლს? -ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი! -ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს! -გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი. -მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას, გინდა თამაში დამტვრეულ გემში? -რომ დაგვინახონ? -ო,არა უშავს. -ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ. ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა? -გინდა გამთბარი ჰერი ყურში? -ჩურჩულობანას თამაში გინდა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი