ბათირაული
საიქიოდან მოვიდნენ ბათირაულის მოყვრები, უთხრეს: აქ ნუღარ ჯახირობ წამოგვყევ,თუ წამოგვყვები. ბებერმა ბათირაულმა წყნარად ახედა-ჩახედა, იმათ ქცევას და ზნე-კილოს იმათ ფერწასულ სახეთა. თან ყალიონი გამართა სიტყვაც მიუგდო მკვახედა: მამწყდით,გზა ნახეთ, რომელი სოფლის ორგული მნახეთა. მე არ ვთვლი ამ წუთისოფელს საჯახიოდ და მახედა; ბებერი ბათირაული იჯდა კუშტად და მჭახედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი