ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!
თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არ ამომთხაროთ, ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ. რა ვიცი, იქნებ, თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი